დაიბადები ამ ღამ, მთვარეო?

__________ 
მთებ შემორტყმული მყავხარ კახეთო, 
მთა-გორაკები შენვე შეგნატრის, 
დაიბადები ამ ღამ, მთვარეო? 
ამ მთების შვილი კვლავაც გეძახის, 
__________ 
არ დაისევდო შენ, ჩემ კახეთო, 
არ დამანახო მე ზღვა ცრემლების, 
მე შენთან მოსვლა როგორ გავბედო,

თუ კი შენ ასე არ გენდომები, 
__________ 
მე შენთანა ვარ ჩემო კახეთო, 
სულით მოვედი და შენ ვერ ხვდები, 
მე შენი ჭირი როგორ გავდევნო, 
იმედი მქონდეს რომ გეყვარები? 
__________ 
04.03.2018/13:59