დილაო

დილაო, მთაზედ დასდექი, 
დილაო, ვარსკვლავიანო, 
ცისკრის ვარსკვლავი ანათე, 
დილავ, ევედრე ღმერთსაო, 
ცისკრის ვარსკვლავი ანათე, 
დილავ, ევედრე ღმერთსაო, 
_________

შენვე იმღერე მხედარო, 
მთის ჯიხვთა იავნანაო, 
სადაც ვერ ხარობ ბოროტო, 
კეთილს ნუღარ მტრობ შენაო, 
სადაც ვერ ხარობ ბოროტო, 
კეთილს ნუღარ მტრობ შენაო,

_________

რომელმა ხელმა გაგთალა, 
ფანდურო, წკრიალ ხმიანო, 
რომელმა დედამ გაგზარდა, 
ვაჟკაცო ფარ-ხმალიანო, 
რომელმა დედამ გაგზარდა, 
ვაჟკაცო ფარ-ხმალიანო, 
__________ 
ყვავ-ყორნებისა სამეფო, 
გიყვარდეს არწივისანო, 
თუ მტრობა შემოგითვალეს, 
შავ დღეს ჩაყარე ფრთიანო 
თუ მტრობა შემოგითვალეს, 
შავ დღეს ჩაყარე ფრთიანო. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
23.03.2018/21:13