***

__________ 
ახლა საათს ვუყურებ და ვფიქრობ, 
დღე გათენდა და დაღამდა კვლავაც, 
ეს დღე იყო დარდიანი, სველი, 
გაზაფხულის ყვავილივით სათნო, 
__________ 
ამ გაზაფხულს ყვავილები ათბობს, 
ატმის რტოებს დასტყობიათ სევდა, 
ბილიკ-ბილიკ რომ გავივლი მარტო, 
ბალახების სურნელება მათრობს, 
__________ 
ახლა საათს ვუყურებ და ვფიქრობ, 
ამ გაზაფხულს წვიმა ვერ ჩააქრობს. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
08.04.2017