ქართველი მგლები

__________ 
ცაზე შეყრილან ხუთი ვარსკვლავი, 
და ევლებიან ხევის ფერ მუქოს, 
კავკასიელი ქართველი მგლები, 
არ დაუთმობენ მიწასა უცხოს. 
__________ 
ვერ წაბილწავენ ქართველთა ფეხით, 
სისხლით ნახატსა ქართველთა დროშას, 
ვერ დაამხობენ ქართველსა სულით, 
ქართველს ყოველთვის წინ ედგა ბრძოლა, 
__________ 
ვერ წაგვიქცევენ ჩვენ ეკლესიებს, 
ვერ შელახავენ ჩემ მოდგმის რჯულსა, 
რადგან ოდითგან ასეთი იყო, 
ერთი ქართველი ებრძოდა ხუთასს. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
22.03.2018/18:08