ნორჩი ია

__________ 
განა რა არის მეგობარო, იმაზე კარგი, 
რომ მეგობრობა შურს და ბოღმას ნამდვილად არ გავს, 
ვით ნორჩი ია, ხმელ წიფელთან საუბრობს კრძალვით, 
როგორც სიყვარულს, მეგობრობასაც ასაკი არ აქვს, 
__________ 
მაგრამ არ ესმით გაბრიყვებულ მინდვრის ყვავილებს, 
ერთად მინდორში სხვისი ფესვით თავი რომ გააქვთ, 
მართლაც არ ესმით იმ იისა წიფელთან მდგარის, 
და საზიზღრობით ემცირებენ პატარას, საწყალს, 
__________ 
განა რა არის მეგობარო, იმაზე კარგი. 
რომ იმ წიფელთან საუბრი შენც რომ გააბმა , 
ხო და ამტომ მეგობარო, ნამდვილად ვიტყვი, 
როგორც სიყვარულს, მეგობრობასაც ასაკი არ აქვს. 
__________

(გიორგი ზუბიტაშვილი) 
19.03.2018/20:38