მელანი

__________ 
საწერ ფურცელთან თუ კი ხელი აგიკანკალდა, 
და მელნის წვეთი დაეწვეთა შენს ლამაზ მანტოს, 
შენს სამოსისთვის ნუ გადმოყრი უწმინდურ ცრემლებს, 
რადგან მელანი მხოლოდ რჩეულებს უფუჭებს სამოსს, 
__________ 
ხელებს დახედე, დათხაპნილი თუ გაქვს კარგია, 
და უკეთესი თუ კი წერის დროს მელანი გყვარობს, 
ნუ მიაშურებ წმინდა მელანის ჩამოსაბანად, 
ონკანის წყალს და ქუჩის ბოლოს ვიღაცის სალონს, 
__________ 
გადი ეზოში და წვიმის წვეთებს მიაპყარ ხელი, 
და ჩამორეცხავს წვიმის წვეთი, შეღებავს ეზოს, 
გადაატარებს სანიაღვროდ წყლის კალაპოტებს, 
და ამის შემდეგ მწერლობის სითბოს ვიცი რომ იგრძნობ. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
14/03/2018/23:58