მთის შროშანები

__________ 
გაბედულო მთების ჯიხვო და არწივო, 
ნისლებ შემობინდებულო მთვარევ, 
მთის მწვერვალზე თოვლო დილით დალეულო, 
და სანთელო, გამინათე ღამე, 
__________ 
ჩამომიქროლებს ალბათ დღესაც თქვენზე ფიქრები, 
და მთების გულზე ისევ მძივად დაეყრებიან, 
მაგრამ რა ვუყო მთების ძირში მთების შროშანებს, 
ან მთების დეკას ისევ ნისლები დადებიან? 
__________ 
გამოიღვიძებს ჩემს სასულეთში მთის ჩადუნები, 
და ნაამბობად მთის სიყვარულს ჩაებმებიან, 
მე აქ ბარში ვარ მაგრამ გული იქ მთაში მიდის, 
სადაც ღრუბელნი საბალახოდ შაიყრებიან. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
13.03.2018/14:53