ნეკრესის ასკილი

__________ 
ამწვანებულა საკაიკაცოდ მინდორი, 
ხმელი ბალახი სულ გაჰყოლია დროებას, 
გადამწვანებულ ნისლ შემოსილი გომბორი, 
აზრს და ნაფიქრალს დღეს დაუგორებს ცხოვრებას, 
__________ 
და ყვარლის მთებში მოგრიალე ცივი დურუჯი, 
ყვარლის ნაპირებს დღესაც შეასხავს დაჩვეულ ხოტბას, 
ნეკრესის მთებზე ისევ ისე გადაბარგდებით, 
შილდის მთებიდან სილამაზევ ქცეულო ნისლად, 
__________ 
საბუის მინდვრებს მიუალერსებს ყადორი, 
და ცხვრის ფარები გაუყვებიან ყოველ გზას, 
გადამწიფდება მათ საგზაოზე, ასკილ-კუნელი, 
და მოუსმენენ ცხვრის ფარები, ფუტკარის გოდებას. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
19.03.2018/11:05სთ