მთიელთა სიყვარული (პოემა)

__________
მინდა მოგითხროთ ამბავი,
ერთი ლამაზი სოფლისა,
მთაშია გადამალული,
ამბავი მათი ყოფისა,
__________
ერთი ხეობა მათ ჰყოფდათ,
ვისზეც დავიწყებ საუბარს,
ქალ-ვაჟის ტრფობა, წუხილი,
სოფელს არა და არ სურდა,
__________
მათი ყურებით კლდენიც კი,
მათ სიყვარულით იწვოდა,
ქალ-ვაჟის ერთად ყოფნაი,
ბრძოლაზე მეტად გართულდა.
__________
ერთ დღესაც ჩამოაღამდა,
იმ სოფელს მყოფსა ვაჟკაცსა,
ხოლო მოუნდა ნახვაი,
სატრფოსა დროს უნახავსა,
__________
გადაიარა ვაჟკაცმა ათი კლდე,
ცხენით სავალი,
გადაიარა ქარაფნი,
დღე ჯოჯოხეთის სადარი,
__________
ტანს ამშვენებდა მუხლლგრძელი,
შავი ძირძველი ნაბადი,
თავზე ეხურა წვიმაში
გაჟიებული ფაფახი,
__________
მიჰქროდა როგორც არწივი,
როგორც დამფრთხალი ირემი,
ქალის ნახვადა დაუჯდა,
ცხენის ბებერი ჩლიქები,
__________
გზადვე შენიშნა მნათობი,
რამე ყვითელი ფერისა,
მიუახლოვდა უცქირა,
მის გულს იარა სდევნიდა,
___________
და გაიხედა ცხენისკენ,
დაღლილი ვერ სულდგმულობდა ,
ტალახში წაქცეულიყო,
და სულს ხაფავდა უდროდა.
__________
გვერდზე მიუჯდა ვაჟკაცი,
ფაფარზე ხელებს ადებდა,
დაღონებული იქ ქვაზე,
მკლავებს სიმწრისგან ახებდა,
__________
რა უნდა ექნა ვაჟასა
უძლური იყო ღმერთთანა,
დაასამარა ის ცხენი,
და გზა განაგრძო ხევთანა,
__________
გზადვე შემოხვდნენ ქისტები,
და გზად შენიშნეს ობლადა,
მივიდნენ უთხრეს სალამი,
და რამე ჰკითხეს ძმურადა.
__________
ვაჟამ დაიწყო მოყოლა,
თავის მწუხარე ამბისა,
მანა სთქვა ბევრი ვიწვალე,
ვერაფერს გავხდი ხალხისა,
__________
ერთი დღე იყო მნათობი,
ცხორს ვაძოებდი მინდვრადა,
ქალი გამოჩნდა წყაროზე,
გული მიქცია ტივლადა,
__________
ასევე იყო კვირები,
დარ-ავდრიანი დილისა,
წყაროზე ჩამაივლიდა,
თვალს მარიდებდა მწყრალისა,
__________
ერთხელაც ჩამაიარა,
ტანს ეცვა გრძელი ქათიბი,
მხრებს ნიავივით არხევდა ,
თოლნი მისწორა თოლებში,
__________
მე გული გრძნობით ამევსო,
და გავეკიდე მის თოლებს,
გზად დავეწიე ვუთხარი,
კოკასა მე წამოვიღებ,
__________
და ამის შემდეგ ყოველ დღე,
ისევ ჩნდებოდა ის ქალი,
ხან გვერდზე მამიჯდებოდა,
ხან კი მიმზერდა იმ მთვალით,
__________
ერთ დღესაც შევუმჩნევივართ,
დედაბერს ენა მწარესა,
მეორე დილას სოფელში,
ყველასა გაეგონოსა.
__________
იმ ქალის დედამ გაიგო
ამბავი ჩვენი ტრფობისა,
და გააგზავნა ჩემ გული,
გზა მისცა დაღესტანისა.
__________
ქისტებმა ჰკითხეს ვაჟიას,
საით მიდიხარ უცხენოდ,
თუ რამით დაგეხმარებით,
საქმეს გიკეთებთ სალხინოს,
__________
ვაჟამ მიუგო მთიელებს,
მადლობა მიცხადებია,
დაღესტანს მივალ სატრფოსთან,
და ცხენი გამჭირვებია.
__________
სიტყვაც არ უთქვამს ჯერ ვაჟას,
ქისტი ცხენიდან ჩამოხტა,
უნაგირ ვაჟას მიართვა
და ძმობა ასე შეუთქვა.
__________
თანაც სიტყვები მიუგო,
ეს ცხენი შენი ბედია,
იპოვო შენი ცალგული,
ამიტომ მიბოძებია.
__________
ქისტებს არაყიც ჰქონიათ,
და შესთავაზეს ვაჟასაც,
ვაჟას კი დაულოცია,
ერთ სიტყვით მაგრამ ათასად,
_________
გადააცილეს ვაჟაი,
დაღესტნის მხარეს ცალ კლდესა,
და ბოლო სიტყვად უთქვიათ,
ქისტურად დალოცვილისა.
__________
გადაიარა ვაჟკაცმა,
ლეკთა ლამაზი სოფლები ,
გზად არვინ შემოხვედრია,

არც ხმლებით არცა თოფებით.
__________
წყაროს პირს მან დაინახა
ერთი ლეკისა ასული,
მისთვის უკითხავს მძაფრი ხმით,
რაც ქონდა გულში ჩარგული.
__________
ასე უთქვია ლეკის ქალს,
ერთი ქალია ქართველი,
სახე აქვს რბილი წითელი,
და დნება როგორც სანთელი.
__________
სახელად ჰქვია მზექალა,
მართლაც მზის სახის სადარი,
არ მეგულება ჯერ ქალი,
მის სილამაზის სადარი.
__________
ვაჟამ თქვა სწორედ ის არის,
ის არის გულის მთიბავი,
იქნება მითხრათ სად ვნახო,
საით წავიდე მითხარით.
__________
ასულმაც უთხრა ბილიკი,
გრძელი გზა ფეხით ნათხრელი,
გზა დაულოცა ლეკურათ,
ის ქალი ჰყავდა მფარველი.
__________
ვერსად მიაგნო მზექალას,
ბევრიც ეძება საძებნი,
ბლოს წყაროზე ჩავიდა,
იქ დაინახა ნათელი,
__________
მიუახლოვდა მზექალას,
თმებზე მოჰკიდა ხელები,
სად დაიკარგე ქალაუ,
რატომ გამიხდი საძებნი.
__________
მზექალამ ხელი გაჰკრა და
და სიტყვა უთხრა გულმწველი,
შენი აღარ ვარ ვაჟაუ,
ახლა მე ლეკსა გავყევი. __________
სხვა რაღა ჰქონდა სათქმელი,
სატრფოსთვის არა ეთქმოდა,
ბოლოჯერ თოლში შეხედა,
და დაბრუნება ისურვა,
__________
მზექალამ უთხრა ვაჟაო,
შენამც ხარ ის ერთადერთი,
ვისი თოლებიც მიპყრობენ
მაგათთვის მე ვიტანჯები.
__________
მე შენ მიყორხარ ვაჟიავ,
და მეყორები ყოველთვის,
იცოდე არ დაგივიწყებ,
სიზმარშიც კი მეხსომები.
__________
წყაროსთან დოქა იდგა და
ქვაზე ახალა მზექალამ,
თიხის ნატეხი აიღო,
და თმა მოიჭრა მსხვწრპლადა.
__________
ვაჟას კი უთხრა მე გიშვებ,
წადი ეგ შენი ნებაა,
ჩვენს სიყვარულის სანიშნედ,
ეს თმები შენ გერგუნება!
__________
ჩოხის საღილეს ჩაუკრა,
თავის თმა, ქალის სიმშვიდე,
და გაატანა ვაჟიას,
თავის ძვირფასი სიმდიდრე
__________
გამოჰყვა ვაჟა ბილიკებს,
ცრემლ მორეული გულითა,
ცალ ხელს უნაგირ უმშვენებს,
მეორეს თმები ქალისა,
__________
ისევე შეხვდნენ ქისტები,
სამი დღე იყო გასული,
კვლავ მოიკითეს ერთ-ურთი,
კვლავაც ისევ თქვეს სათქმელი,
__________
ვაჟამაც ამბავ უამბოთ
როგორც მოხდა და რაიცა,
ქისტებმა ძმობა შეფიცეს,
და ანუგეშეს ამბითა,
__________
ორი დღე დაჰყო ქისტებთან,
ორი დღე, ორი ღამეი,
მისი შავ ჩოხის ღილიდან,
კვლავაც ისმოდა სურნელი.
__________
მესამე დილა გათენდა,
დილა უღრუბლოდ ქცეული,
მან გადაწყვიტა მზექალას,
დედა ენახა მზეული.
__________
გამოიღვიძეს ქისტებმაც,
ვაჟიას ცხენის ხმაურზე,
ცხენსა ზედ ედგა უნაგირ,
ვაჟას ვერაფერ გაუგეს,
__________
ქისტმა თქვა ძმაო ვაჟიავ,
ცხენს რად დაგიდგავ უნაგირ,
საითკენ გაგიწევია,
იქნება გვითხრა ამბავი,
__________
ჩემო ძმობილო ქისტებო,
მე ერთი დარდი მაწუხებს,
უნდა ვიხილო მზექალას
დედაი ვკითხო ჩემზე რა აწუხებს,
__________
ძმაო ვაჟიავ გეცადა,
იქნება წამოგყოლოდით,
მაგრამ ჩვენ ცხორსა რა ვუყოთ,
არვინ არა გვყვავს პატრონი,
__________
მადლობა ძმაო იბრაჰიმ,
ასეთი ყურადღებისთვის,
ალბათ ვერასდროს მოგიხდი
მადლობას შენ, ამ ცხენისთვის.
__________
ბოლოს კი გეტყვით ვაჟებო,
ქისტური სულის ლომებო,
ჩემი მოდგმისა შვილები,
ქისტებთან არა! არ ვიმტრობთ.
__________
ხოლო გიტოვებთ ჩემს ნაბადს,
ჩემს სულს და ქართულ გულსაო,
როს გაგახსენდეთ იქნება,
ნაბად მოიგდოთ ზურგსაო.
__________
და გაემართა ვაჟია,
ხევ-ხევ გაუყვა მდინარეს,
მზექალას სიტყვებს იხსენებს,
სიყვარულს უხსნის მისსა თმებს.
__________
ერთი დღე-ღამე იარა,
და ჩააღწია სოფელში,
ვინმე სანათა იკითხა,
მცხოვრები სოფლის ბოლოში,
__________
შუადღეს სახლზე მივიდა,
უნდა გაიგო ამბავი,
მაგრამ სად არის სანათა,
სამარეშია საწყალი.
__________
ეზო ყურიდან გამოდის,
ატირებული მზექალა,
ვაჟიას კი გაუკვირდა,
მაგრამ არ მივა მასთანა.
__________
იფიქრა როგორ, საიდან,
მე დაღესტანში დავტოვე,
და ახლა შემხვდა სოფელში,
მე კი მის სახლში კვლავ მოვედ.
__________
და გაემართა სველ აღმართს,
ვაჟა გულ შეწუხებული,
მაგრამ მზექალამ შენიშნა,
ვაჟკაცი გადარეული.
__________
და დაუძახა ვაჟაუ,
მოდი მე მოველ შენთანა,
მე გათხოვილ არ ვყოფილვარ,
ტყუილ ინება დედამა.
__________
მიუახლოვდა ვაჟია,
მზექალას მისცა პირობა,
ტყუილმა ჩვენა რა გვიყო,
ვერც დაგვაშორებს ხეობა.
__________
ჩაჰკიდეს ხელი ერთმანეთს,
და ხევისბერმაც დალოცათ,
ხატად აანთეს სანთელი,
ამბავიც ასე დასრულდა.
__________
გავიდა წლები, დღეები,
უხვ წვიმიანი ნისლითა,
ზოგჯერ მზე ამავიდოდა,
როცა მამალ არ ყივისა.
__________
ხოლო ვაჟა და მზექალა,
ცხოვრობენ ერთად ტკბილადო,
მხოლოდ ერთი რამ აღონდათ,
არ ყავდათ ქალ-ვაჟ, შვილადო,
__________
ელოდნენ დიდხანს ელოდნენ,
ღმერთისგან ნაბოძებსაო,
ხატად შესაწირს წირავდნენ,
იმედათ შვილ მათაც ეღირსებათო.
__________
გაზაფხულისა დღე იყო,
ვაჟა წავიდა ცხორშია,
მზექალა კარად დატოვა,
საქმეს აკეთებს სახლშია.
__________
ჭიშკარს მოადგა დედაკაც,
სახელად ჰქვია აშექალ,
სოფელში განთქმული არის
როგორამც კარგი ექიმბაშ,
__________
აშექალ იყო ლამაზი,
ყელზე ემშვენა მძივია,
ქამარი ჰქონდა წელზედა,
როგორც მთის წვერზედ სხივია,
__________
მის დანახვაზე კლდეები,
კრთებოდნენ როგორც ჯიხვნია,
სიზმრად უნახავს აშექალს,
ამბავი მზექალისია.
__________
დასიზმრებია აშექალს,
პატარა ჩვილი ირემი,
ხის ჩრდილში მჯდარა მზექალა,
და დასდიოდა ცრემლები,
__________
ხელში სჭერია თურმე მას,
ყაყაჩო დაღონებული,
ორთავე გრძნობით ტიროდნენ,
როგორც ქალ დაობლებული.
__________
გამოჩენილა სხვა ქალი,
გვერდზე მიუჯდა მზექალას,
ფოთლით ცრემლები მოსწმინდა,
და სიტყვა უთხრა ხელადა.
__________
ხელში გიჭირავს ყაყაჩო,
ეგ არის შენი მშველელი ,
ველადა გადი დაკრიფე,
და მოიწმინდე ცრემლები,
__________
ხოლო შენ ნახავ სასწაულს,
მზის ამოსვლისას მიხვდები,
ხევსა აიღე ცივი წყალ,
მთვარეზე გადანავლები.
__________
და ეგ ყაყაჩო მზის სხივზე
გააშრე შენი ხელებით,
მთვარობას აღებულ წყალი,
დაასხი შემოგევლები.
__________
გამოეღვიძა აშექალს,
პირჯვარი გადუწერავსო,
გამოჰყოლია შარა-გზას,
გზად მხეცნი ეძახიანო,
__________
თურმე სირბილით მორბოდა
აშექალ ენა წყლიანო,
მივიდა კარს და გასძახის,
ჰე, გამამხედე მზექალო,
__________
გამოანათა მზექალამ,
ხელ თუნგით დაუმძიმავსო,
სახეზე დარდი ჰქონია,
მაგრამ კვლავ გაუღიმავსო.
__________
შეიპატიჟა სტუმარი,
გაუმასპინძლდა არყითა,
ხელზე ქადები დააცხო,
სტუმარ დალოცა სანთლითა.
__________
ხოლო შემდგომში იკითხა,
აშექალ შენსა მზესაო,
რად ამოგიგდავ გულაი,
რაზედ მოსულხარ ჩვენსაო
__________
სტუმარმა უთხრა მზექალას,
მადლობა ჩვენსა ღმერთსაო,
სიზმრად რაიცა ვიხილე,
სამკურნალოა შენსაო.
__________
და დაუწყია მოყოლა
ის რაც უნახავ სიზმრადა,
გული და სული აჩუქა,
მზექალას თავის ხილვადა.
__________
და ასე უთქვამს მზექალო,
ამღამ აიღე წყალია,
ცრემლად დაკრეფილ ყაყაჩოს
ანახე სავსე მთვარეა.
__________
შებინდებისას მზექალამ
ხელში აიღო თუნგია,
სავსე მთვარობას მდინარე
საოცრად ბობოქარია.
__________
მივიდა მდინარის პირას
და დაინახა მზექალამ,
ირემი მდგარა ცივ წყალში,
და ის სააუბრობს ხევთანა,
__________
ცა ვარსკვლავებით აინთო,
გამოიდარა ღრუბელმა,
მთვარე უჩუმრად ანათებს
მზექალას ბილიკს სოფლადა,
__________
მზექალამ გულის წუხილით,
ირემსა ელაპარაკა,
ვინამც დაგვწყევლა ირემო,
არცერთ რომ არ მყავს შვილადა.
__________
ჩემს ბალღობაში იმ ქალმა,
ასე როგორამც დამწყევლა,
მინდიას ქალმა ჩემი მზე,
ასე რად გადააბნელა,
__________
იმ დღესა რა დამავიწყებს,
საძილას მწარე წყევლასო,
კოკაი მხარზედ რომ მედგავ,
ფიქრებსაც ვერა ვბედავო,
__________
მდინარეს გადავდიოდი
ვერცხლის თუნგ მედგა მხრებსაო,
ის ქალი ვერ დავინახე,
სალამ არ ვუთხარ ბედსაო.
__________
მინ კი ღრიალი დამიწყო
როგორც შავ მგელმა, ჯიხვსაო,
მწარედა ჩამაიწყევლა
ჩემი გაჩენის დღესაო.
__________
წყევლაში ესეც დამიდო,
უშვილო იყავ სოფელსა,
ვერავინ გშველოს, გიწამლოს,
სითბო ვერ იგრძნო მშობლისა...
__________
აიღო თუნგით ღამის წყალ,
და გაემართა შინისკენ,
ბილიკზე ნამი დილისა
ამ სოფლის მიწას იბრიყვებს.
__________
მივიდა სახლში მზექალა,
ფარდაგ გაშალა სარკმელთან,
დაწოლის წინა პირჯვარი
სამჯერა გადაიწერა.
__________
სიზმრად ნახულობს მზექალა,
საძილა ეკვრებისაო,
და ეუბნება მოხუცი,
აშექალმ მნახა დღესაო,
__________
ის ქალ საძილა ყოფილა,
აშექალმ ვინაც ნახაო,
საძილას უთქვამს წამალი,
მზეს რითაც ეშველებაო.
__________
ცოდვა ვიდინე შენთანა,
არა ვარ მართალ მზექალო,
როგორც ეს მთები ღმერთთან არს,
მეც ისე მხედავ სიზმრადო,
__________
ორთავე ფეხით შენს წინად,
დავენარცხები ქვებსაო,
მუხლმოდრეკილი მოგიხდი,
ბოდიშს ამ წმინდა დღესაო,
__________
ხოლო დაგლოცავ კარგ სიტყვთ,
შენ, ყვავილს შესადრელაო,
ჩემი წყევლაი გულზედა,
მე დამესვენოს ხელსაო,
__________
ხოლო შვილადა გეყოლოს,
ორ ვაჟ და ორი ქალიო,
ერთსა საძილა დაარქვი ,
ჩემგან დალოცვილ არიო.
__________
გამაეღვიძა მზექალას,
და შეუმღერა მთვარესა,
ნეტაი მართალ მეყოლოს,
ჩემი მშველელი საძილაი,
_________
ვაჟებს დაარქმევს სახელებს,
ჩემ ქმარი ძლიერ სახლისა,
მასაც ვინა სურს ის ერქვათ,
თუ მართალ მითხრა საძილამ.
__________
მეორე დილას მოვიდა,

ვაჟა ცხენს ამხედრებული,
გადაეხვია მზექალას,
ოთხი დღის მონატრებული,
__________
შევიდა სახლში ვაჟაი,
ჭიქაზე არაყ დაისხა,
პირველად ღმერთი ადიდა,
შემდეგ კი სალოცავინა.
__________
მზექალამ იწყო საუბარ,
რაიცა ნახა სიზმრადა,
და აშექალის სტუმრობაც,
უთხრა მისსავე ხილვაცა.
__________
ვაჟამ მიუგო მზექალას,
აშექალ კარგი ქალია,
ბევრი ყავ ჩვენნაირები,
მორჩენილები ხატითა,
__________
რაიცა გითხრა ისე ქენ,
ეგ ღვთის მოშიშარ ქალია,
ტყუილსა არცა რას გირჩევს,
თუ შენს სიზმარიც ცხადია.
__________
შუადღეს ისევ წავიდა,
ვაჟა თავისა ცხორშიო,
მზემ მოამზადა წამალი,
ყაყაჩო ჩადო წყალშიო,
__________
მთვარის სინათლე ანახა,
ღამე ატარა კარშიო,
ლოცვაი უთხრა დიდ ღმერთსა,
სიზმარი ექცეს ცხადიო.
__________
სამი დღის შემდეგ მზექალამ,
სახე იბანა ხევშია,
სახეს ის წამალც შეისხა,
და აიხედა ცაშია,
__________
ცას დაფრინავდნენ ერთადა,
ორნ არწივ, ორნ კი მტრედია,
ჯერ არავის არ უნახავს,
მტრედნი და არწივნ ერთნია.
__________
სასწაულ მოხდა ხუთ წელსა,
მზექალა გახდა დედაი,
ორი ეყოლა ქალი და,
ორიც მგლის მუხლა ვაჟკაცი.
__________
ქალებს დაარქვა მზექალამ,
აშექალი და საძილა,
ვაჟამ დაარქვა ვაჟკაცებს,
სახელნ ქისტური მოდგმისა,
_________
(გიორგი ზუბიტაშვილი)
23.02.2018/22:11სთ