იასამანო

__________ 
მე რომ ვეაღარ ვწერ განა ესეც ჩემი ბრალია, 
უბრალოდ ამ დღემ მოითხოვა ასე ამ გვარად, 
მე ჯერ შავი ცა ასე შავი არ მინახია, 
და გულზე მომდის თვით ცრემლები შავ ნიაღვარად. 
__________ 
და ამ ცრემლებმაც თეთრი ტიტები შავად შეღებეს, 
თეთრი მანდილი ამოსვარეს წვიმის ტალახში, 
ვით ჩემი გული დაბზარული როგორც კედლები, 
და ამ ბზარებსაც ვერ ვამთელებ გულის საცავში. 
__________ 
იასამანო, გაფითრებით რატომ ლოცულობ, 
თებერვლის ქარში შენი ტოტები რად დაგიხრია, 
ნუ თუ მე შენში ვეძებ ჩემს თავს და ვერა ვპოულობ, 
მაშ ჩემზე ლექსი შენს ფოთლებზე რად გიწერია. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
14.02.2018/23:23სთ