წარსულის მონა

__________ 
გამურულია თეთრი თითები, 
და რცხილის შეშას ვუკეთებ ღუმელს, 
ის ჩაიწვება როგორც ბავშობა, 
და გაუყვება წარსულის წუთებს, 
__________ 
რაღაც იყო და რაღაც არ არის, 
მხოლოდ დრო რჩება მოგონებების, 
როგორც ღუმელი დაწვავს ნაფოტებს, 
დრო მოვა მხოლოდ შავი ნაკვერჩხლის, 
__________ 
რცხილის ნაფოტებს ჩაწვავს ცხოვრება, 
აგიზგიზდება ცეცხლი სავალ გზის, 
ის ხომ ოდესღაც ნორჩი ხე იყო, 
ახლა მონაა მხოლოდ წარსულის. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
07.04.2018/14:22