მწერალო

__________ 
მწერალო, რად მწერ?! რა დაგიშავე, 
ან რად ამწარებ დრო და დრო ვარდებს, 
რატომ დამწერე გულ დასაწყვეტად, 
რატომ ახსენებ ხალხს თავის დარდებს. 
__________ 
მე როგორც ლექსი, როგორც სიმღერა, 
მე გზას ვუნათებ ადამიანებს, 
შენ კი მწერალო, რატომ შემცვალე, 
რა დაგიშავე?! რა დაგიშავე?! 
__________ 
მე ადრე ყვეას ვუყვარდი ჩუმად, 
სულში მიქსოვდნენ თავის სილაღეს, 
ახლა გავმწარდი ვიღას ვჭირდები, 
შენ კი მწერალო, არ დაიღალე? 
__________ 
და თუ ღმერთი გწამს შეწყვიტე წერა, 
დამწერე ლაღი, გულგასახარი, 
ეს შავი კაბა შენვე ჩამაცვი, 
სულ დამაქვრივე მე გულდამწვარი. 
__________ 
და შენ მწერალო, შეწყვიტე წერა! 
გეყოს სიმწარე, მუქი ფერები, 
და ეს სამყარო არ გააშავო, 
არ გააშავო კარგი დღეები, 
__________ 
ნახე? დაწერე ია-ვარდებზე, 
თუ გინდა წერე კარგი ფერებით, 
თუ გამაბრწყინებ, გამადიადებ, 
სიმწარის ნაცვლად მოგეფერები. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
22.09.2017/13:46