დარდის ყაყაჩო

__________ 
ვენახობის დროს ვაზთა შორის ქარი კამათობს, 
და ცისარტყელა ჩემი ცის თავზე კვლავ გაიხარებს, 
მანამ ჩემები შემისძახებენ ჰარი ჰარალოს, 
თან სალამურის ტკბილი ჰანგებიც გაინავარდებს, 
__________ 
ნავენახარზე ამოსულა დარდის ყაყაჩო, 
და წუთისოფლის ტკბილი ნიავი გარს დასტრიალებს, 
ძველი დროიდან ნაცრემლარზე ია თამაშობს, 
მანამ სიცოცხლე, სიკვდილამდე დაიგვიანებს. 
__________ 
მზის სხივიც იყო ნავენახარში, სევდის ყაყაჩოც, 
არ ევლებოდა ნავენახარს ტირილი ბორგვის, 
ახლა დრო დადგა შემოდგომაც ისევ თამადობს, 
და ამიტომაც მხოლოდ ბარდია შავ ვაზებს შორის. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
10.04.2018/ 9:22