მთანო, მიმიღევ შენად

(მთის დიალექტზე) 
---------- 
მთანო, დამირწევ აკვან, 
მთანო მიმღერე ნანაი, 
ყვავილებისა ნაზად, 
ზედ დამახურე საბანი, 
---------- 
წვიმა არ ჩამომდინო, 
არ დამისველო ნაბად, 
მთანო, გამიზარდ შვილნი, 
მთანო, გაათბე ზამთარ, 
---------- 
თოვლ მოიყვანე აქაი, 
მთანო, დამტირე ცხედარ, 
მთანო, მიმიღევ სული, 
როს დავიმარხო შენად, 
---------- 
მთანო, დამირწევ აკვან, 
მთანო მიმღერე ნანაი, 
ყვავილებისა ნაზად, 
ზედ დამახურე საბანი, 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
09.10.2017/18:18სთ