2018 წლის 19 იანვარი

სულ ჩამოადნა სახლებზე თოვლი, 
და მზის სხივებმაც თავი იჩინა, 
დღეს ხომ ცხრამეტი იანვარია, 
ნათლისღებაა, თუ სხვა რამ ხდება, 
__________ 
ისევ ტალახობს ბილიკზე თოვლი, 
თოვლი, მზისაგან შეწუხებული, 
ისევე როგორც ამ დღის დიდება, 
დიდება, წმიდად გადაქცეული, 
__________ 
დღეს ხომ ცხრამეტი იანვარია, 
ეს დღე წმინდაზე, წმინდად ქცეული, 
დღეს ხომ ცხრამეტი იანვარია, 
ნათლისღებაა, მზედ შერეული. 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
__________ 
19.01.2018/11:52სთ