2018

გ.ადმოდის მთებზე 
ი.ავნანით ახალი წელი, 
ლ.ოცვა დიდებით მოაბიჯებს 
ო.ბლად ხნულებზე, 
ც.იცაბო კლდეებს 
ა.ღელვებით ეალერსება, 
ვ.ელურ გრძნობებზე თეთრი 
თ.ოვლი კვლავაც ისე დევს. 
__________


ა.ბობოქრებულ ქარის ფერხულში

ხ.ეთა მწკრივები, 
ა.ხალი გრძნობით ისევე ისე 
ლ.ოცავენ ყველას, 
__________ 
წ.ელი მოდისო ბარაქით და 
ე.ლვის მოხდენით, 
ლ.ოდინი უკვე 
ს.აბოლოო საათს ჩამოკრავს. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
31.12.2017/11:40