ალვის ხეები

დღე ისევ მიდის და 
ეს წუთებიც მიებარება წარსულს, 
ვინ იცინ დრო თუ განმეორდება 
ან ამ ცხოვრებას რა სურს. 
---------- 
ჰყვება ალვის ხე ცხოვრებით ნახედს 
გრძელი, მაღლა და მაღლა, 
ადამიანის ცხოვრება სხვაა 
მეტყვიან, ალვის ხისა კი სულ სხვა. 
---------- 
იზრდება დიდი ალვის ხეები, 
იზდება თოვლშიც, უმიზნო ქარშიც, 
მაგრამ კვლავ სდგანან ფეხზე ამაყად 
ვით ეს ღრუბელნი, ღრუბლიან ცაში. 
---------- 
და ისევ დგანან ალვის ხეები 
ფოთოლ ცვენისას კვლავ იღიმიან 
მაგრამ იციან რომ გაზაფხულზე 
კვლავ ეს ფოთლები დაბრუნდებიან. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
30.11.2017წ/14:35სთ