ადამიანმა

წვიმაში მდგარი ტანს დახეული, 
გრძელ ულვაშ წვერში კაცი რომ ტირის, 
და ამ ტირილს უყურებს ვიღაც, 
ვიღაც ამაყი, და განდეგილი. 
---------- 
მაგრამ სრულიად განსხვავებულად, 
არის ჩაცმული მდიდრულ სამოსში, 
და მას ეტყობა რომ მას არასდროს, 
არასდროს სძინავს ღარიბ საწოლში. 
---------- 
და ხედავს კაცის ტანჯვა, წამებას, 
გულში იღიმის და უხარია, 
გვერდით აფურთხებს და ისე მიდის, 
მიდის ისე რომ არ უნანია. 
---------- 
ხოლო საწყალი, გდია წვიმაში, 
და ღვინის ბოთლას ხელებს არ უშვებს, 
და იქ ათენებს სადაც აღამებს, 
სადაც ის ფურთხით გაანადგურეს. 
---------- 
უნდა იცოდეს ადამიანმა, 
ადამიანის მთლად დაფასება, 
უნდა უყვარდეთ ადამიანებს, 
თავისი ცოდნის გადაბარება. 
---------- 
ადამიანმა სულ ფეხშიშველამ, 
უნდა იაროს სხვის სავალ გზაზე, 
რადგან მან შეძლოს სიტყვების პოვნა, 
და სწორი ფიქრი ადამიანზე. 
---------- 
და რა იქნება იმაზე კარგი, 
იმაზე ოქრო, და სხვა სიმდიდრე, 
ადამიანში რომ იყოს სული, 
და არა გულის მკვლელი სიბილწე. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
20.12.2017/23:37სთ