ყვითელი ავტობუსი

__________ 
წარსულს მაგონებს ავტობუსები, 
ოხ, როგორ ძლიერ მომნატრებია, 
ჩამოიარეს ყველა ის გზები 
სადაც არაფერს აღარ ელიან. 
__________ 
სადგურში კვლავ დგას ქალი მოხუცი, 
ხელში უჭირავს თეთრ-შავი ჩანთა, 
და ელოდება დროის მომავალს, 
გასვლამდე ნეტავ რამდენი დარჩა?! 
__________ 
მიუყვებოდნენ ავტობუსები, 
პროსპექტებსა და მათ შესახვევებს, 
და მგზავრად ჰყავდათ, დრო ერთად-ერთი, 
დრო რომელიც რომ მათ შეაჩერებთ. 
__________ 
ეხლა კი ვეღარ ვამჩნევ მე მათ მზეს, 
სულ აირია ხალხთა მიმოსვლა, 
ყვითელ ავტობუსს დაველოდები, 
რომ გამახსენოს ჩემი ბავშვობა. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
03.02.2018/23:31სთ