ზამთარში ვნახე მეგაზაფხული

მზე ამოვიდა შუა ზამთარში, 
და ვაშლის ხეებს წელზე აკოცა, 
ტალახში პატარა ბალახი იყო, 
და ეს ბალახი ამ მზით ხარობდა,

---------- 
წუხელ უღრუბლო ცა კამკამებდა, 
და ვარსკვლავებით იყო 
მორთული, 
წუხელ მინდორი გაუყინია, 
მაგრამ ჯერ თოვლი არ იყო 
მოსული, 
---------- 
წეღან ორღობე გამოვიარე, 
და ღობის პირას ვნახე რამ 
ზღაპრული, 
შუა ზამთარში ქლიავი ყვაოდა, 
რამ გადარია, გადარეული, 
---------- 
გაუყინია ხმელი ფოთლებიც, 
ხმელი ბარდი და ეს ჯონჯოლი, 
მე კი ვფიქრობდი ჩემთვის 
უჩუმრად, 
რა მოხდა ახლა რომ იყოს 
გაზაფხული. 
---------- 
ისიც ვინატრე მე მთლად 
სულელმა, 
რომ ნეტავ იყოს მოსული ია, 
და მისი ქვითინი ისმოდეს 
ყველგან, 
ყველამ იცოდეს თუ რა კარგია, 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
16.12.2017/15:11სთ