ამბავი შუაგორისა

გაზაფხულისა დღე იყო, 
გრძელი გზა გვქონდა სავალი, 
მოწყურებულსა გზაზედა, 
არა რა გვქონდა საგზალი. 
__________ 
ფოთლები დაგრიალებდნენ, 
ორღობეს ჩანდნენ ჭინჭრები, 
გზა იყო გრძელი, დამღლელი, 
და ამ შარა გზას მივსდევდით. 
__________ 
გზადვე ვიწადეთ სიმღერა, 
ნიავთა აყალმაყალი, 
გზად მოგვიწია დაყრდნობა, 
ხის ჩრდილში შესვენება-ი, 
__________ 
ახალგაზრდული ყიჟინით, 
მივსდევდით გორას ბილიკებს, 
შილდის მინდვრები გველოდა, 
ვაწიოკებდით თხილის ხეს, 
__________ 
მოჩუხჩუხებდნენ წყარონი, 
ცივი ნიავიც დაჰქროდა, 
სოფელსაც ჰყავდა პატრონი, 
ყველა ერთმანეთს და-ძმობდა. 
__________ 
მივიჩქაროდით მთებისკენ, 
გზად ვაყრუებდით მიდამოს, 
ჩვენი მჭექარე საუბრით, 
კვლავაც ამ მთებმა იხარონ. 
__________ 
გზადვე გხვდებოდა ბილიკზე, 
ვიწრო რუს თბილი ტალახი, 
გადავიარეთ სწორი გზა, 
გადავიარეთ აღმართი. 
__________ 
და მივაღწიეთ იმ ადგილს, 
ადგილს კი არა სამოთხეს, 
მე გადავაწყდი მინდორ-ველს,

და შეუდრეკელ მთა-გორებს, 
__________ 
მინდორში ხევის ნაპირას, 
ცხენები დაჯირითობდნენ, 
გამხმარ ბალახში ნიავი, 
სოკოებს საყვედურობდნენ. 
__________ 
ერთი ხე ვნახე საწყალი, 
გამხმარი ძლივს სულდგმულობდა, 
ერთი კი არა რამდენი?! 
დღე, ღამე მასზე ათოვდა. 
__________ 
მაგრამ კვლავ ქონდა ფოთოლი, 
სიცოცხლეს კვლავაც ლამობდა,

ალბათ მის გამრჯე ცხოვრებას, 
ეს სილამაზე წამლობდა. 
__________ 
ან და ვინ იცის მის ჩრდილში, 
რამდენ გლეხს შეუსვენია, 
რამდენ მეცხვარეს მის ძირში, 
გზად პური გაუტეხია. 
__________ 
რამდენმა წამმა მის აწმყოს, 
სიბერე შეუღიღინა, 
ხოლო ამ მთების ნიავმა, 
მის ფოთლებს რა აწყენინა. 
__________ 
მის ძირში მძაფრად შევნიშნე, 
პატარა ამ ხის ნერგია, 
და გავიფიქრე ცხოვრება, 
არ არის ერთადერთია, 
__________ 
ამაყად იდგა ძველ ფესვზე, 
კვირტებიც ხშირად ერია, 
მაშინ ვიწამე ცხოვრება, 
ხეებსაც გადასდებიათ. 
__________ 
და წამოვედი გულღია 
იმ დროდან წავა დღენია, 
ვინ იცის ხე რად იქცევა, 
სულ ვერ იქნება ყლორტია.

_______________________ 
{მადლობა ამ ლაშქრობისთვის 
ქართული ენის მასწავლებელს 
ქეთინო ხახუტაშვილს} 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
12.01.2018/18:09სთ 
(ამბავი მოხდა:26.5.2016.წ)