თოვლიანი შილდის მთები

თ-ეთრ ნისლებში ზამთარი, 
ო-ბლად შემოპარულა, 
ვ-ელები და მინდვრები, 
ლ-ექსით შემოხატულა. 
ი-კარგება ტყის თოვლში, 
ა-რემარე ამ მთების, 
ნ-ამიანი ბუჩქნარი, 
ი-ა ჯერ მოუსვლელი. 
__________ 
შ--აშვის ბორგვა, წუხილი, 
ი--ავნანა ზამთრისა, 
ლ--ოდებ ჩამონგრეული, 
დ--არბაზები სახლისა, 
ი--მოძრავებს ზვავები, 
ს--ევდით ჩამოშლილისა, 
კონცხის გორის ნიავი, 
და სურნელი კვამლისა. 
__________ 
მ--ოცურავე ნისლები, 
თ--ოვლიანი ჭალისა, 
ე--რთხმიანად ლოცავენ, 
ბ--ნელ დღეს, 
ი--ანვარისას. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
15.01.2018/11:22სთ