ბიბლიოთეკა

ოხ, როგორ დუმან დროთა ჟანრები, 
ბიბლიოთეკაც ჩაურაზიათ, 
მხოლოდ სიბნელემ იცის რა ხდება, 
და ამ ძველ წიგნებს რა უდარდიათ, 
---------- 
ბიბლიოთეკის ვიწრო ფანჯარას, 
თეთრი პეპელა გარს დასტრიალებს, 
წიგნებს მზის სხივი ეთამაშება, 
და მარტო ყოფნას არ აღიარებს, 
---------- 
დაჟანგებული ძველი ბოქლომი, 
მის ხმელ კარ-ფანჯრებს არ აჭრიალებს, 
ეზოდან ბზების უცხო სურნელი 
მის თაროებთან კვლავ დაგრიალებს, 
---------- 
კედლის სიგრძეზე ობობის ქსელი, 
დაბინავებას არ აგვიანებს, 
მწვანედ ნაღები სველი კედლები, 
უხმო ხეების თვალში ტრიალებს, 
---------- 
და თაროებზე დუმან წიგნები, 
და ღმერთმა იცის რა უხარიათ, 
და თაროებზე დუმან წიგნები, 
და ღმერთმა იცის რა უხარიათ, 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
13.12.2017/13:36სთ