მოკაფიავეს სიმღერა

__________ 
გადავიარე მინდორი 
ათასჯერ აღმა ხევია, 
გზად არვინ შამამიმღერა 
არვის უთქვია კაფია, 
__________ 
გადავიარე აღმართი 
გზად დავეძებდი წყაროსა, 
როს გვერდზე მივუჯდებოდი 
და ვინატრებდი სატრფოსა,

__________ 
ავახმიანე ფანდური 
გემო მივეცი დარდისა, 
სიმღერაც კარგი ვუთხარი 
ჩემი გულის და ნატვრისა, 
__________ 
გვერდზე არაყიც მოვიდგი 
დავასხი სამი ჭიქისა, 
ერთით მხნეობა ვინატრე 
ორით ხსენება ღმერთისა, 
__________ 
გადავიარე მინდორი 
ათასჯერ აღმა ხევია, 
გზად არვინ შემამიმღერა 
არვის უთქვია კაფია. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
28.01.2018/23:40