ბეჩავ კახელის და ფშაველის კაფიაობა. გიორგი უძილაური და გიორგი ზუბიტაშვილი

დღეს მე და ფშაველმა უძილაურმა გავიკაფიავეთ 
ფშაველი ამბობს რომ მე კახელს მომიგო ამის დადგენა 
თქვენთვის მომინდია. 
__________ 
ფშაველი- არა არ მინდა მე აქ სიკვდილი, 
ფშაველ კაც კახი ტიროდეს , 
კახის აფერისტ თვალები, 
ტურის წითელ პ---ს მაგონებს. 
__________ 
ბეჩავ კახელი- არცა ტირილსა ვაპირებ, 
არც მინდა ვინმე ფიქრობდეს, 
აფერისტობით სახელსა, 
კახელ არ იხსენებოდეს. 
__________ 
ფშაველი-ტურის ჩხავილს ხარ ჩვეული, 
არც არა გამიკვირდება კახელის, 
მოგონილია ტყუილი სიტყვის , 
პირობა. (აქ მეც ვერაფერ გავიგე) 
__________ 
ბეჩავ კახელი-უძილაურო შენზედა, 
ლექს არ უნდ იწერებოდეს, 
ნახეთ როგორ დღეს ჩავაგდო, 
ლექსით უნდ იმუქრებოდეს. 
__________ 
ფშაველი-კახელო ზუბიტაშვილო, 
სტუმარს მიწუნებ კაცობას, 
ღვინო ვერ მოგაქ სუფრაზე, 
ფხიზელ მკვდარი ვარ შარასა. 
__________ 
ბეჩავ კახელი- შეგშლია ჩემო ბატონო, 
სიტყვა არ უნდ გეთქვა ღვინოზე, 
საფშაოს როცა ჩამიყვან, 
დაგყვედრავ დამბალხაჭოზე. 
__________ 
ფშაველი-კაფიას მიწერ ადვილად, 
ენას არ აჭერ კბილსაო, 
კახელს რო სუფრა შეგეძლოს, 
განა გავიწევ შინაო. 
__________ 
ბეჩავ კახელი-პივამ დაგძლია ფშაველი, 
რა გიყო უძილაურო, 
შენ უსასმლობას აბრალებ, 
ვითომ ფშაველი, კახელობ? 
__________ 
ფშაველი-შილდაში ღვინო დაგიშრათ, 
მეპატიჟებით მთაშა, 
ღმერთმა სუყველას გიშველოთ, 
ვინც ეხლა ხართ ბარშია. (თავის თავი მთაში ეგონა) 
___________ 
ბეჩავ კახელი-შილდაში ღვინო სულა გვაქ, 
არც უარს ვამბობთ არაყზე, 
პივას გაზრდილო ფშაველო, 
რად გადასდიხარ კამათზე. 
_________ 
ფშაველი- (აქ უკვე აკრძალული ზონაა ვიცი წავაგე