სასაფლაო

ისევ ვზივარ, ისევ ვფიქრობ, 
ნიავიც ქრის ჩუმი ქარი, 
თბილი დღე და გრილი ღამე, 
უხმო მთვარე გულსაკლავი, 
---------- 
ვფიქრობ ისევ იმ ძველ დროზე, 
როგორც იყო წარსულ წლებში, 
იქნებ მათმა ისტორიამ 
გაგვახსენოს აწმყო დღეში, 
---------- 
სასაფლაოს ძველი ქვები, 
წარწერები მათი დროის, 
ზოგ საფლავებს ვარდი შვენის 
ზოგს ეკლები საბრალონი, 
---------- 
გაივლი და ცივად გხვდება 
ეკალ-ბარდი საფლავებზე, 
გაივლი და გეგებება 
ჩუმი სიტყვა წარწერებზე, 
---------- 
მდუმარ, მდუმარ, სასაფლაოს 
არ ახარებს ია, ვარდი, 
მხოლოდ ცივი ეკლები და 
სანუგეშო ნიავ, ქარი. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 2017წ.