ძველი ლექსი

ყველა ლექსი დაძველდება 
არემარეს სხვები შეცვლის, 
კარგი ლექსის მაგივრობას 
არ გაუწევს არაფერი, 
აღარავინ წაიკითხავს 
ძველსა გაჰკრავს ჩუმი ფერი, 
სამუდამოდ დაძველდება, 
დადუმდება ლექსი ძველი, 
დრო არაფერს არ დაინდობს 
ზოგიც მიდის ზოგიც მოდის, 
ამ ცხოვრების ტანჯულ კიბეს 
არაფერი აღარ მოსდის, 
დაძველდება ლექსი ხვალაც, 
ზეგ ამ ლექსებს სხვები 
შეცვლის, 
ბედის უკუღმართობისა 
ვერ გავიგე ვერაფერი, 
წიგნი, სახლი ძველი ლექსის 
სადაც იყო მუდამ თქმული, 
დღეს კი ბერიკაცისავით 
მნახველიც კი აღარ მოსდის, 
მელანი და ის კალამი 
რითიც იქმნა ჟამნი დროის, 
პოეზია იქმნებოდა 
ყველა წლის და ყველა დროის, 
ზოგიც ძველსა ლექსსა ეტრფის 
როგორგ ღვინო დაძველებულს, 
კაცის თქმით და უთქმელობით 
ყველას იმ ქვეყნისკენ 
გვიპყრობს. 
... 
(გიორგი ზუბიტაშვილი)2017