გვიან მოვედი

გული მოლოდინს ვეღარ გაუძლებს, 
ვახ, არც ის ვიცი რას ველოდები, 
და ეშმაკურად მიყურებს ზეცა, 
მას მე კი არა, შენ ეყოლები, 
__________ 
ძველ კომშის ხეზე ტირის ნიავი, 
მე კი მის ფოთლებს კვლავ ვემუქრები, 
ვეღარ გამიძლებს ვიცი ეს დილაც, 
ვერც ჩემი ფიქრი და სადარდელი, 
__________ 
რადგან აქა ვარცოტაც მაცადეთ, 
გაუძლებს ჩემს ფიქრს დარდი ყოველი, 
იქნებ მე ისევ დავაგვიანე, 
ან და ამ ქვეყნად ადრე მოვედი, 
__________ 
გიორგი ზუბიტაშვილი) 
26.03.2018/18:21