ღმერთო დალოცე ქართველნი

(სასიმღერო) 
__________ 
ღმერთო, დალოცე ქართველნი, 
კეთილთა მომლოცველნია, 
ნურცა დაუმხობ სამშობლოს, 
მე ამას გევედრებია, 
__________ 
ენა მწარესაც მიეცი, 
სიტყვა კეთილი, კარგია, 
ქართველთ მოძულე კაცისგან, 
ქართველს ნუ შესჭამს ჯავრია, 
__________ 
ნურცა რას გვიწყენს დიაცი, 
თორემ სულ გაგვიჯავრდება, 
განა შაჰ აბასს არ უთქვამს, 
ქართველი ვერ დავარდება, 
__________ 
მანამ დიაცი სწორი ჰყავს, 
ვაზი არ გაეჩეხება, 
ქართველი ვერ დავამარცხე, 
როგორც სიკვდილი ჯავრზედა. 
__________ 
ხო და ისმინეთ ქართველნო, 
ოფლით მწერალნო ველზედა, 
მგოსნების კარ-მიდამოში, 
ხავსი ვერ მოვა ხატზედა. 
__________ 
ღმერთო, დალოცე ქართველნი, 
მართალნი, მომლოცველნია, 
ნურცა დაუმხობ სამშობლოს, 
ამ ლექსით გევედრებია. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
30.03.2018/21:45