მტრედები პანაშვიდზე

ვხედავ და ვტკბები ამ სილამაზით, 
და მოწყურებულს უფრო მწყურია, 
ამ დეკემბერში ო, ეს ცრემლები, 
ნისლიან ღამეს გადმოუყრია, 
----------- 
გოდებს, და ტირის მტრედების გუნდიც, 
და ამ ტირილზე ფრინავენ თანაც, 
თითქოს ცეკვავენ, თითქოს ცეკვავენ 
და პანაშვიდზე მოვიდნენ ალბათ, 
---------- 
უალერსებენ აქ ჭირისუფლებს, 
და ამხნევებენ მათი ტირილით, 
აქ ხომ მტრედების წმინდა გუნდია, 
აქ რომ მოფრინდნენ გულის ქვითინით. 
---------- 
ვფიქრობ ისინი მოფრინდნენ ციდან, 
გადმოიარეს ქარი და ყინვა, 
სამგლოვიარო მუსიკის ხმაზე, 
სულ გააწვიმა, სულ გააწვიმა. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
09.12.2017/17:19სთ