მინდა ვიცხოვრო

უკვე ძლიერი წუთებიც გაქრნენ 
მოგონებებიც არსად არიან, 
ვიცი არასდროს, არასდროს მოვლენ 
ჩემს გულს ცხოვრება კვლავ უხარია, 
---------- 
და სიყვარულით მინდა ვიარო 
ამ წუთისოფელს ამ ქვეყანაზე, 
ბოროტი არვინ გადამეყაროს 
თორემ დავტანჯავ სიტყვის ეკალზე, 
---------- 
არვინ მომთხოვოს ძალით თუ ნებით 
იყავ ბოროტი ან და ეშმაკი, 
მე სიყვარულით მინდა ვიცხოვრო 
მინდა დავიპყრო სულის მწვერვალი. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
07.10.2017წ/ 20:08სთ