სველო ტოტებო

სველო ტოტებო და ბალახებო, 
ცივო მზეო და შავო სხივებო, 
მე ვეღარ შევძლებ რომ გიპატრონოთ, 
რადგანაც ეს დრო ასე მოითხოვს, 
---------- 
ქვითკირ ნაშლელო ეზოს კედელო, 
ეზოს ჭინჭარო და ბალახებო, 
და თქვენღა დამრჩით მე უპატრონოთ, 
ამის მერე კი რას ვემსახურო. 
---------- 
მგონია ისევ რომ სულ წაგიღოთ, 
წარსულის ზღვების უშნო ტალღებმა, 
მგონი კი არა ნამდვილათ ვიცი, 
რომ მე მომელის ტანჯვა წამება. 
---------- 
და რას ვუმღერო, როგორ დავლოცო, 
ჩემი ხევების სევდის ფერდობი, 
თუ აღარ არის რას გავუღიმო, 
აღარ დამრჩა დრო მოვფერებოდი. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
27.12.2017/16:49სთ