ოი, კახეთო

მეკითხებიან მთის ფერდობები ჩუმად რაღაცას, 
სიუჩმისგან კი ვეღარა სძლებენ მთანი მაღალნი, 
თითქოს ყვებიან სანუგეშოდ თავის ჭირ-ვარამს, 
ამბავს ყვებიან ცხოვრებისას გრძელი დალალნი. 
__________ 
ოი, კახეთო! ალაზნის და ივრის დედაო, 
შენს ოცნებებზე ვეღარ მღერის ვაჟი ეული, 
ოი, კახეთო! სულისა და გულის სევდაო, 
დღეს შენთან არის მხოლოდ ფიქრები გაავდრებული. 
__________ 
ნინიკას ციხევ, ამ მთის ფერებში გადამალულო, 
ყადორის მთაო, ჩემს ფიქრებში ხარ შერეული, 
გულის წყვდიადში, საავდროში შემონახულო, 
თქვენ, უკვდავების წმინდა წიგნში ხართ შერჩეული. 
__________ 
ჩემო ყვარელო, ჩემო შილდავ სულის წმინდაო, 
თქვენვე გამშვენებთ ჩვენი გრემი, ჩვენი ნეკრესი, 
ჭავჭავაძის და მარჯანიშვილის თქვენ ხართ დედაო, 
ხოლო ისინი თქვენს ხელებში გზად გამოზდილნი.
__________ 
მეკითხებიან მთის ფერდობები ჩუმად რაღაცას, 
მე კი არვიცი მომავალში რა ვთქვა პასუხი, 
ისევ დადუმდა საავდროზე ფიქრის შარა-გზა, 
და არაფერზე არ თანხმდებიან დღენი წყეულნი. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
28.01.2018/17:16სთ