ო, მიწავ სისხლით გადაპოხილო

ო, მიწავ, სისხლით გადაპოხილო, 
ო, მიწავ, ბრძოლით სულ გადაღლილო, 
შენში იხარებს ქართველი ხალხი, 
გესმის?! შენ, ტურფავ, შენ, საქართველოვ, 
---------- 
შენში აღზრდილი პატარა ბავშვი, 
მწამს ისევ იყრის ჯავრს მტრის ჯინაზე, 
კვლავ გაიზრდება პატარა კახი, 
კვლავ დაფრთხებიან მგლის თავიანზე, 
---------- 
იტყვიან მტერნი შიშით, კანკალით 
სად დავიბადეთ და სად გავიზარდეთ, 
და კვლავაც იტყვის ის შაჰ აბასი, 
რომ ქართველი ხალხი ვერ დავამარცხე, 
---------- 
კვლავ გვეყოლება ქალი, ქალღმერთი, 
ისევ დაწერენ ლექსებს თამარზე, 
მწამს საქართველო გაინავარდებს, 
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი)