ფიქრების თოვა

მე მინდა მაღლა მთაში ვიცხოვრო, 
რომ გადავლახო ფიქრების თოვა, 
ნეტავ დადგება ისეთი ჟამი? 
რომ ფიქრის ნაცვლად ფიფქები მოვა. 
__________ 
ან და ოდესმე გამოანათებს? 
ამ მთების ჭრილში სამოთხის მზე და 
ან გავუყვები ცხოვრების ბილიკს? 
რომლის გარშემოც იქნება გლოვა, 
__________ 
გლოვა? რა გლოვა მე ეს არა მსურს, 
მე ხომ ახლაც კი რაღაცას ვგლოვობ, 
თუ პოეზიამ მასწავლა ფიქრი, 
მაშინ საფიქრალს რად ვერ ვპოულობ, 
__________

რა დროს სიტყვაა იფიქრებს ვიღაც, 
ვიღაც დამცინებს თავისი შუღლით, 
იტყვის ვიღაცა რადგინდა ნეტავ, 
იტყვის ასევე რატომ წერ გულით, 
__________ 
მე მინდა მაღლა მთაში ვიცხოვრო, 
რომ ფიქრის ნაცვლად ვიგრძნო ახალი, 
რაიმე კარგი, რაიმე ლაღი, 
და სევდა იყოს ჩემი კალამი. 
__________ 
ვაი თუ ვერ ვქნა მე რასაც ვამბობ, 
და მთაშიც ასე ამებნას კვალი, 
აბა რაღა ვქნა რითღა ვიწამლო, 
რითღა გავუშვა მე საფიქრალი. 
__________ 
შუა ღამეა, ღამის თორმეტი, 
და რამდენიმე წუთიც გადასცდა, 
მაგრამ წამებმა იცის თუ როგორ, 
მე რა მიყვარს და რა მეყვარება. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
22.01.2018/0:08სთ