მთის შვილები

ამ მთების იქით ერთი მთა არის 
იმ მთის იქით კი სალოცავია, 
დათოვლილ ბილიკს ჩოქვით გავივლი 
და სალოცავში სანთლებით მივალ, 
მივალ დავჯდები, პირჯვარს დავიწერ 
მუხლით დავდგები ღმერთის წინაშე, 
გაყინულ ხელით სანთელს დავიჭერ 
ფრესკას შევხედავ კვლავ მომღიმარე, 
ის ეკლესიაც წლების ნაშენი 
მაღლა მთებშია გადაკარგული, 
სალი კლდეების ნანგრევ ბილიკთან 
და ბალახებთან ჯიხვის ნათელით, 
პირველ გაზაფხულს გადაკვალული 
ბილიკნი თოვლით გადაფარული, 
პირველ გაზაფხულს ნათელი ჩლიქით 
ბალახნი თბილი ეკალნი ცივი, 
დღენი ნისლებით შემოფარულნი 
ცივსა წვიმიან დღეებსა ჰგვანან, 
ზამთარი ცივი, ზაფხული ცივი 
ხევში ლამაზად ვარვარებს სხივი. 
ასეთ ადგილას აშენებული 
ეკლესიები ნაშენი ქვითა, 
ძველი ნიშები, სალოცავები 
აშენებული ქართველის ხმლითა. 
ამ ცივ გარემოს კავკასიონზე 
კვლავ თოვაც ახლავს გულგასახარი, 
ხევებში წყალი ყინვით ჩაფჩაფებს 
და ეკლესიას ახარებს დარი.
მთის კალთის პირას ეკალნი მწარედ 
რომ მოსდებიან უპატრონობით, 
სარეველებსაც გაუხარიათ 
კლდენი ნგრეულან უბატონობით. 
დადგება დრონი, მთანი იტყვიან 
დაგვიბრუნდნენო ჩვენი შვილები, 
და როცა ვიტყვით ჩვენსმდუმარ სიტყვებს,   
მთას დავუბრუნდით შვილები! 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 2017