უკალმოდ წერა შემომეჩვია

ისევ ისე ვწერ სიტყვას უკალმოდ,

უკალმოდ წერა შეომეჩვია, 
მაგრამ ყვავილებს ფერ გადასულებს, 
ჯერ სურნელება არ გაჰქრობიათ, 
__________ 
გრძნობა გიჩვენე მე ჩემი გულის, 
შენ ჩაიცინე ნათელო ღამევ, 
და მერე გეტყვი ჩემს გულის ფიქრებს, 
შენს ჩაცინებას რად დავემალე, 
__________ 
და თუ მიხვდება ეს მზე ნათელი, 
თუ სად დავდივარ ჩემს სამყაროში, 
მე მხოლოდ სულში მინდა ხარობდეს, 
ლამაზი დღე და ლამაზი ღამე, 
__________ 
და თუ ისევე დავეხეტები, 
და ხეტიალით ვხედავ სარგებელს, 
მაშ რაღათ მინდა მე ეს სიმღერა, 
ან და ეს ლექსიც რისთვის დავწერე, 
__________ 
უკალმოდ წერა შემომეჩვია, 
და სიმღერით ვთხზავ უკვე რამდენჯერ, 
უკალმოდ წერა შემომეჩვია, 
შემომეჩვია და მეც ასე ვწერ. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
19.01.2018/14:50სთ