სიზმარი

ამბობენ სიზმრებს უსასრულო პასუხი არ აქვს, 
იტყვიან მასაც რომ სიზმრები უკუნითია, 
სიზმარში ნახავ, ბევრ სიკეთეს ბევრ ბოროტებას, 
თითქოს სიზმარი ამ ცხოვრების ანარეკლია, 
---------- 
ნეტავ სხვა რამით განსხვავდება ყოველი რჯული?!, 
და ეს სიზმრები აგვიხდება წამებულ ცხადში?!, 
და მე რა ვუყო რომ სიზმრები არ ვიცი ძილში, 
და მან რაღა ქნას ვინც სიზმარში მოიკლა თავი, 
---------- 
და მის ფანჯრიდან შავი გუგული ყვირის 
ბნელეთში, 
და საფლავებთან ყვავთა ხროვას აფრთხობს, 
აშინებს, 
სისხლიან სარკმელს გულმოკლული ეალერსება, 
და ყაყაჩოებს ანუგეშებს, და მათ აგოდებს, 
---------- 
წვიმიან ღამით სასაფლაოზე მტრედი დაფრინავს, 
ღამემაც იცის რომ გულმოკლული იქ განისვენებს, 
სული დალია გულმოკლულმა შავთვალა მტრედმა, 
იმ სასაფლაოს შავი გუგული რომ გაიკივლებს. 
(გიორგი ზუბიტაშვილი)
10.12.2017/10:36სთ