ფიქრების სამშობლო

მინდორზე ისევე გულჩვილად დავდივარ, 
დავდივარ, დავდივარ, მუხლის ჩოქებით, 
ვტირივარ, ვტირივარ გულჩვილად ვტირივარ, 
სამშობლოს იმ მიწას გულღიად ვეხვევი, 
__________ 
ტირიან ისევე მინდორზე ბალახი, 
ჯერ ხომ ამ ბალახს სინედლე ამშვენებს, 
დრო მიდის, დრო მიდის ბალახნიც ჭკნებიან, 
მაგრამ ყველაფერს დრო ვერ გაამთელებს, 
__________ 
ცივია სამშობლოს ნატრული დროება, 
ვერ ვბედავ სიტყვით რომ რაიმე ვაკადრო, 
მრცხვენია, მრცხვენია იმ დროის დადგომის, 
რომ ერთხელ ვერ ვნახო, ვერ ვნახო, ვერ ვნახო, 
__________ 
და ამ სურვილში ამ ლამაზ მთა-გორებს, 
გადავივლიდი უძლური ფეხითაც, 
მაგრამ რა ვუყოთ მანძილებს, მანძილებს, 
მანძილებს გრძნობები ჯერ არ შეჩვევია, 
__________ 
ცივია ისევე როგორც ყინული, 
შენამდე სავალი,სავალი გზა-შარა, 
არვიცი ჯერ კიდევ არ ვიცი, არვიცი, 
ნამდვილად, ნამდვილად, არ ვიცი არა რა! 
__________ 
(გიორი ზუბიტაშვილი) 
19.01.2018/16:50სთ