მგონია შევძლებ

როდესაც ვუცქერ გასავლელ ბილიკს 
ვფიქრობ თუ შევძლებ მის გადალახვას, 
ნაწამებ გზაზე გულ ღიად ვივლი 
ბედით ავადმყოფს გზას გავუკვალავ 
,....... 
ჩემს სნეულებებს არაფრად ჩავთვლი 
სხვის სნეულებებს ძირში გავკაფავ, 
მგონია შევძლებ სხვის დახმარებას 
მგონია შევძლებ ცრემლის დამალვას, 
........ 
გრძნობას გავუმხელ ყველა ეკალ-ბარდს 
მე შევთხოვ ცოდვილს, ამხილოს ცოდვა, 
ბოღმიან გულებს გულს გადავუშლი 
რადგან არ ყარონ მათ გულით ბოღმა, 
....... 
მე თუ ვერ შევძლებ დავძლიო სენი 
და ღვთის წინაშე ვიყო უძლური, 
მე ღმერთს მივანდობ ყველა იმ საქმეს 
მე რა საქმეზეც ავწიე ხელი. 
....... 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
27.11.2017წ/19:13სთ