ლექსია სულის ყვავილი

ლექსი უკვდავი ჟამია 
ისიც ჟამს დაბადებული, 
ადამიანის გრძნობაა 
რითმებით განლაგებული, 
... 
ჯერ სიტყვა იყო ყოველთვის 
იყო და ასეც დარჩება, 
ვინც მას არასცნობს, არ ეტრფის 
მას ქვეყანაზე რა რჩება! 
... 
ლექსია სულის ყვავილი, 
რითმები მისი ფოთლები, 
ადამიანის სუნთქვაა 
პოეტის გულში მყოფელი. 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
19.11.2017წ/10:36სთ