მდუმარე ჩელთი

ამ მთებს ვუყურებ და ვტკბები, 
ამ ხევს ვუყურებ და ვფიქრობ, 
ვუსმენ ჩელთის მდუმარე ხმაურს, 
მისი სიმარტოვით ვთბები, 
---------- 
ამ მთებს სამადლობელს ვუხდი, 
ამ მდინარისთვის მარტო, 
დიდ საიდუმლოს მალავს, 
თვით ჩელთის ხევის წყარო, 
---------- 
მოვიგონებდი ახლა , 
იქ გატარებულ დროებს, 
როგორ მიყვარხარ ახლაც, 
როგორ მიყვარდი დროზეც, 
---------- 
ახლა კი ვზივარ მარტო, 
ჩელთის ხმაურით ვტკბები, 
მის სიდიადეს ვუცქერ, 
მის გალაღებას ველი, 
---------- 
ცივი ჩუხჩუხა წყალი, 
ცივი ნიავი ახლოს, 
როგორ მოჩუხჩუხებ ვიცი, 
ახლა შენს სილაღესრა ვლამობ. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
12.07.2017/14:12სთ