მე და პოეტი

მე და ის მთვრალი დიდი პოეტი შევხვდით ერთმანეთს, 
მე გავუღიმე მან კი ჩუმათ თავი დახარა, 
და რაღაც მზერით თვალი, თვალზე ნაზად შემავლო, 
და გულწრფელობით სუფთა გულით ის მომესალმა, 
---------- 
მომიახლოვდა მძიმე, მძიმეთ დიდი პოეტი, 
ხელი შლაპას მოჰკიდა და დაბლა დახარა, 
უსიტყო სიტყვით მომეფერა როგორც სწორები, 
დაიფარა და მისი სავალი გზა გააგრძელა, 
---------- 
მივდივარ ჩემთვის ქვაფენილზე და თან დავცქერი, 
ხელში რომ რაღაც ნაჯღაბნები მეჭირა ჩემი, 
მივდივარ ვფიქრობ მან ჩემს წინაშე თავი დახარა, 
და მე რავქენი, და მე რა ვქენი, 
---------- 
გზის განაპირას შევნიშნე ბაღი იასამნების, 
შევედი ბაღში და ჩამოვჯექი ეულად სკამზე, 
და დავინახე, კვლავ დავინახე რომ ის პოეტი 
იდგა უჩუმრად და გაფითრებით წვიმიან გზაზე, 
---------- 
ის მე მიყურებს და თან თამბაქოს ფიქრით აბოლებს, 
და თვალს არა წყვეტს ჩემს ნაჯღაბნებს ეტრფის 
შორიდან, 
მე კი ვერ ვბედავ რომ მივიდე და ვკითხო რამე, 
ვკითხო ის რაღაც რაც მაწუხებს პოეზიიდან, 
---------- 
მაგრამ რას ვხედავ ისევ მოდის ჩემსკენ პოეტი, 
მომიახლოვდა და ნაჯღაბნები, გამომაცალა, 
უცქერდა დიდხანს, იღიმოდა და თან ამბობდა, 
დიდებულია, ო, რა მართლაც დიდებულია, 
---------- 
მე კი დავდუმდი ამ სიტყვებზე რაღა მეთქმოდა, 
და უჩუმარი სიტყვა, გოდებით მე ავკანკალდი, 
და მოიხადა თავის შლაპა და მე გადმომცა, 
და ასე მითხრა რომ ჩემს სავალ გზას მე გავკაფავდი. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
12.12.2017/11:13სთ