მე და სიტყვები

ხალხი ვერ ამჩნევს ამ ლამაზ სიტყვებს, 
და მე პასუხიც ვიცი ამაზე, 
გულსაკლავია და საწყენია, 
როდესაც სიტყვას კლავენ საფლავზე, 
---------- 
რამდენი სიტყვა არის მოკლული, 
რომელიც ფასობს მხოლოდ ქაღალდში, 
და ამ ქაღალდსაც არ აფასებენ, 
რა საწყალია თავშესაფარში, 
---------- 
ხანდახან ერთხელ ჩაიკითხავენ, 
და ვერ იპოვიან სიბრძნეს ამაში, 
რადგანაც ხალხი ბრმა არის უკვე, 
და ამ ნაშრომებს ყრიან ნაგავში, 
---------- 
განა ფიქრობენ იქნებ ჩვენც ჩავწდეთ, 
ავტორის ფიქრი ვიგრძნოთ კალამში, 
იქნებ რა არის ეს ის სიტყვები, 
რომლებიც დუმან წიგნთა საკანში. 
---------- 
დაველოდები ნავს და იალქანს, 
იქნებ ვიპოვო ადამიანი, 
რომელშიც მხოლოდ ერთადერთია, 
ადამიანში, ადამიანი. 
---------- 
მე ვინც გამიგებს და მიერთგულებს 
და ჩემს სიტყვებსაც რაღაცად ჩათვლის, 
არა ისეთი არავინ მინდა, 
რომ თავი ვიგრძნო გიჟურ ზღაპარში. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
22.12.2017/21:53სთ