ძველი მატარებელი

თითქოს ძნელია რომ არ ჩამორჩე, 
იმ მატარებელს რომელსაც გავხარ, 
ყოველთვის სადღაც მიგეჩქარება, 
და მიუყვები რკინის ლიანდაგს. 
---------- 
ვერ შეგაჩერა შენ, ცივმა ჟანგმა, 
ვერ დაგადუმა და ვერ შეგიპყრო, 
და მემანქანემ, რამდენჯერ გეზი, 
შეგიცვალა და სხვაგან წაგიღო. 
---------- 
და სულ ბნელ ადგილს 
მიუყვებოდი, 
სადაც ვერ იქცნენ დრონი მეფენი, 
და თუ ვტყუივარ და ვერა 
ვმსჯელობ, 
პასუხს გაგცემენ შენი ეს წლები. 
---------- 
განა ვერ ხედავ რომ გაიარე, 
რაც შენთვის იყო გზა 
მიკუთვნილი, 
მაინც მოძრაობ, მაინც დაფოფხავ, 
და არ ჩერდები შენ, გადაღლილი. 
---------- 
და მე ვერ ვხვდები მაგ შენს 
სურვილებს, 
მეც დავბერდები და მეც 
მივხვდები, 
გესმის?! მკითხველო, რომ 
გაიცინე, 
შენც დაბერდები, 
შენც დაბერდები. 
---------- 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
18.12.2017/17:31სთ