პოეტი, მწერალი
გამოდარება
არა და არა! საუკუნევ, ლექსად სათქმელო,
არა და არა! წუთ-წამებო მოოქროვილო,
როგორ აგიხსნა შენდამი ტრფობა წუთისოფელო,
წუთისოფელში ჭირ-ვარამო მოსევდისფერო.
__________
ოხ, რა ძნელია გაუძლო ცრემლის გაეშმაკებას,
თვალდახუჭული ვეღარ გაივლი გზას შენს სამყოფელს,
მაგრამ მოელი ღამ-ღამობით გაელვარებას,
და სხეულს ატან სტრიქონებში ფიქრის დამპყრობელს,
__________
წყეულნიც იყავ მოგონებებო გულის ეშმაკნო,
გულის საფეთქელს ასე მძიმედ რომ მოსდებიხართ,
გამოდარების იმ ერთადერთ დღეს ცად გაუმარჯოს,
ცად ვარსკვლავები როს ანათებენ ბნელ დედამიწას.
__________
(გიორგი ზუბიტაშვილი)
30.01.2018/23:35სთ