ისევ მთა

ისევ მთა, ისევ ნისლები, 
და ყაყაჩოთა სურნელი, 
ისევ წვიმს ოქროს მძივებით, 
ამინდს ვერ დავემდურები, 
__________ 
ისევ წვიმს, ისევ ღრუბლები, 
და გაზაფხულის მდგმურები, 
მდგმურები? დიახ მდგმურები, 
ვით გაზაფხულის სტუმრები, 
__________ 
ისევ გზა, ისევ ნისლები, 
და ყაყაჩოთა სურნელი, 
ისევ ბზა,ისევ ვერხვები, 
გარდასულ დროთა წუთები, 
__________ 
მიყვარს ცა, მიყვარს გორები, 
ვით ხევსურული სურები, 
მიყვარს ხმა მოგონებების, 
ვით ფშავის მელოდიები. 
_________ 
ისევ მთა, ისევ ნისლები, 
და ყაყაჩოთა სურნელი, 
ისევ წვიმს ოქროს მძივებით, 
ამინდს ვერ დავემდურები. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
15.04.2018/19:23