გარმონის ხმაზე

გარმონის ხმაზე ამოკვნესებას, 
ტანს ჟრუანტელი უნდა უვლიდეს, 
გარმონის ხმაზე თუშის სიმღერას, 
ამ მთის ნიავი უნდ ამშვენებდეს. 
__________ 
უნდ ამშვენებდეს ციხე-კოშკებსაც, 
ლამაზი ქალის თმების სურნელი, 
უნდ ამშვენებდეს ჯიხვთა ხეობას, 
ხევის ხმაური გულდამდაგველი. 
__________ 
გარმონის ხმაზე მეც მომიგონონ, 
და ქალს უმღერონ მთების სიმღერა, 
გარმონის ხმაზე გაინაპირონ, 
ტბაში დამხჩვალმა თეთრმა გედებმა. 
__________ 
და სამუდამო სიმღერას გავდეს, 
სიმღერას გავდეს სიცოცხლე ჩემი, 
მე მინდა ლექსი სახელად მერქვას, 
მერქვას სევდა და გულის დამწველი. 
__________ 
გარმონის ხმაზე ამოკვნესებას, 
ტანს ჟრუანტელი უნდა უვლიდეს, 
გარმონის ხმაზე თუშის სიმღერას, 
ამ მთის ნიავი უნდ ამშვენებდეს. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
16.01.2018/19:18სთ