გაფრინდი ყორანო

გაფრინდი ყორანო, აქედან, 
აშინებ ნიბლია მგოსნებს, 
ვიცი რომ შენც გინდა დარჩენა, 
მაგრამ რა ვუყო? მთხოვეს! 
__________ 
რა საწყალი ხარ მდუმარო, 
მარტო ხარ შენს სამყაროში, 
ჩემს ბნელ სამყაროს მაგონებ, 
სხივ ნათელ და ცივ დროში. 
_________ 
რა უმეგობროდ დაფრინავ, 
ვერავინ გამჩნევს ბრბოში, 
გაფრინდი ყორანო, აქედან, 
გაფრინდი საავდროში. 
__________ 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
01.02.2018/18:50სთ