გათენდება დილა მთვრალი

გათენდება დილა მთვრალი 
უდროობით დატანჯული, 
გათენდება დილა მშვიდი 
ჯერ აქამდე არ ნახული, 
... 
მზე ამოვა ვაზთა შორის 
მტევნებს დასცემს უდროობა, 
მინდა ვნახო მოპარული 
მზის სხივების მყუდროობა, 
... 
აცეკვდება ქარზე ყანა 
ილივლივებს ცას ღრუბლები, 
გაბრწყინდება ეს ქვეყანა 
მაგრამ მე ვერ დავბრუნდები! 
... 
(გიორგი ზუბიტაშვილი) 
4.ნოემბ.2017წ/20:12 სთ